რეზონანსი
21.09.2020

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გულუაშვილი განმარტავს, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილს მედიკამენტები არა ინექციის გზით, არამედ პირის ღრუდან აქვს მიღებული. ამასთან, პროკურორის თქმით, ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აქვს.

„თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უკვე მიღებულია ქიმიურ-ტოქსოკოლოგიური, ქიმიური, ბილოგიური, გენეტიკური, სელოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები. ამ დროისათვის ასევე ცნობილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული სასამართლო სამეიდიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, გვამის სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.

ექსპერტიზის ჩატარების მომენტიდან მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით, 4 დღე. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რამე ნიშნები, მათ შორის, ინექციის კვალი არ აღენიშნება. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ ბაკურიანის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების და ჰისტამინური რესცეპტორების მაბლოკირებელი პრეპარატები. ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტების შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში მათ შორის, წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია, ანუ სითხეში სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები. ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და არა გამჭვირვალე და უფერული, რაც გამორიცხავს ტაბლეტის გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით“, - განაცხადა გულუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×