რეზონანსი
21.09.2020

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე, რო­მელ­მაც გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს, სა­ტე­ლი­ტით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი მი­ა­წო­და მა­გის­ტრი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე გა­მო­ი­კი­თხა. ამას­თა­ნა­ვე, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ ე.წ. სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ებ­ზე და­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შე­დე­გე­ბით გა­ირ­კვა, რომ ისი­ნი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და ყალ­ბია. ამ სა­კი­თხის ირ­გვლივ  ეროვ­ნუ­ლი და კორ­პო­რა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სას­წავ­ლო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნე­ბელმა, ად­ვო­კატ ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძემ გააკეთა კომენტარი.

„ბა­ტო­ნი ფურ­ცხვა­ნი­ძე და არა მარ­ტო ის, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯახს, ძა­ლი­ან ცუ­დად და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად იყე­ნებს, კერ­ძოდ, მისი ინ­ტე­რე­სია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბის ჩა­მო­ყალ­ბე­ბა და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია. ამ ადა­მი­ან­მა თქვა, რომ მას ჯერ ად­ვო­კა­ტი და­უ­კავ­შირ­და და მას­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ მის­ცა გა­რან­ტია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა არის ავ­თენ­ტუ­რი, თუმ­ცა შემ­დგომ­ში ირ­კვე­ვა, რომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლია. აქ ნი­შან­დობ­ლი­ვი ისაა, რაც "მთა­ვარ­მა არ­ხმა" გა­მო­ა­ცხა­და - ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის­გან მი­ღე­ბუ­ლი გვქონ­და და რად­გან ვიც­ნობ­დით ამ ადა­მი­ანს, მის წარ­სულს და რომ შე­ვა­ტყვეთ, ეს ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო, ამი­ტო­მაც არ გა­ვაჟ­ღე­რეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აო. მაქვს კი­თხვა: რო­გორც ვიცი, ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი "მთა­ვარ არხთან" თა­ნამ­შრომ­ლობს და მას რა­ტომ არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რათა ჩემი კო­ლე­გა არ შე­სუ­ლი­ყო შეც­დო­მა­ში და არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც შემ­დგომ­ში გა­ა­კე­თა? და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე რა­ტომ­ღაც ყო­ველ­თვის სა­უბ­რობს ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებს. ჩემი აზ­რით, მა­ვანს უნ­დო­და ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლე­ბის ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა და არ გა­მო­უ­ვი­და“. - განაცხადა საბანაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×