რეზონანსი
21.09.2020

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალებაზე ქუთაისის კლინიკა "ბომონდი" განცხადებას ავრცელებს.

"60 წლამდე ასაკის ქალბატონი აფხაზეთიდან კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში 19 სექტემბერს დადასტურებული "კოვიდ 19"-ით, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. 

პაციენტს თან ახლდა თანმდევი დაავადებები: ct -ზე დიფუზური დაზიანება, მოციმციმე არითმია, პაროქსიზმული ფორმის სატუცია ჟანგბადის გარეშე. მალევე დაეწყო ვაზოპრესორული და ინოოტროპული მხარდაჭერა და გადავიდა მართვით სუნთქვაზე.

კლინიკის მედპერსონალის მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გამოყენებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადასარჩენად, თუმცა პაციენტის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,"-აცხადებენ კლინიკა "ბომონდში."

ამ დროისათვის, კლინიკის სტაციონარში მკურნალობის კურსს 82 პაციენტი გადის. მათ შორის არიან ბავშვები, ორსულები და მელოგინეები. უახლოეს დღეებში კლინიკაში ელოდებიან რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×