რეზონანსი
21.09.2020

ამ ეტაპზე ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის, ციფრების მატებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ქვეყანაში არ გვყავდეს მძიმე პაციენტები - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა  განაცხადა.

მისი თქმით, კრიტიკული და მძიმე პაციენტი, როგორც ვიცი, რამდენიმეა.

„საბედნიეროდ, კრიტიკული და მძიმე პაციენტი, როგორც ვიცი, რამდენიმეა, დაახლოებით 15 პირია ასეთი და ეს იმ მასშტაბში, რა მასშტაბიც დღეს გვაქვს ვირუსის გავრცელების. ალბათ, მეტყვიან, რომ თუ არსებობს პროგრესული ზრდა ინფიცირებულთა რაოდენობის, თეორიულად უფრო მეტად იზრდება რაოდენობა მძიმე პაციენტების, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა მასობრივმა ტესტირებამ გაზარდა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×