რეზონანსი
21.09.2020

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, სასულიერო პირებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებსაც ამ თუ იმ საკითხზე თავიანთი შეხედულებები აქვთ. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად მიზანშეწონილია მეუფეების „ქართული ოცნების" საარჩევნო ღონისძიებაზე დასწრება და ნიშნავს, თუ არა ეს მმართველი პარტიის მხარდაჭერას.

კალაძის თქმით, მათაც აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება.

„ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ საკუთარი ხედვა ამ თუ იმ საკითხზე. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, ეს იქნება სასულიერო პირი, ბიზნესმენი, თუ სხვა დარგის წარმომადგენელი, არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მიიღონ გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (21.09.2020)
კი ჩვეულებრივი მოქალაქეები ცოტა განსხვავებით დიდი ქონების პატრონნი...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×