რეზონანსი
21.09.2020

სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ქვეყანაში სეზონური გრიპების დაწყების შემდეგ კრიზისი გარდაუვალი იქნება. საავადმყოფოებში და საკარანტინო სივრცეებში მოქალაქეები ტესტის პასუხებს უკვე რამდენიმე დღეა ელოდებიან.

„18-ში გამიკეთეს და დღემდე არ მოსულა პასუხი, გუშინ ველოდებოდი, რადგან ჩემთან ერთად ვინც აიღო ტესტი 13-მა ადამიანმა, იმათი პასუხები მოვიდა და გაუშვეს. არანაირი სიმპტომი არ მაწუხებს, გამოკეტილი ვარ და ვერ გამაგებინეს რა ხდება, არ იციან როდის იქნება პასუხები,“ - ამბობს პაციენტი ირაკლი ვანაძე.

სპეციალისტები ამბობენ, რომ შესაბამის სტრუქტურებს უკვე უნდა ჰქონდეთ გეგმა, როგორ იბრძოლებენ სეზონური გრიპების წინააღმდეგ მაშინ, როცა ქვეყანაში პარალელურად პანდემია იქნება.

„სეზონური გრიპი რომ დაიწყება, ქვეყანაში დაიწყება პანიკა. ორი მიმართულებით, ერთი მიმართულება იქნება ტესტის ჩატარების მსურველთა უზარმაზარი რაოდენობა, რომლებსაც ნებისმიერ წამოხველებაზე, ჰგონია, რომ აქვს კორონავირუსი. ასევე, დადგება რიგები იმუნიზაციის მსურველების, არცერთი პროცესისათვის სისტემა მზად არაა,“ - ამბობს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი, გიორგი ჩალაძე.

მისი თქმით, მენეჯმენტის დაბალი ხარისხი და არასწორად აწყობილი სისტემა ამ მხრივ პრობლემებს შექმნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
lia   (21.09.2020)
იოცნებეთ იმუნიზაციის მსურველებზე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×