რეზონანსი
21.09.2020

„მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლებას ვერ შეცვლის“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორმე გაიმყაროს მეორე ადგილი; შეიწოვს წარსულის ლანდებს და პოლიტიკურ გვამებს, რომლებსაც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას აკრეფს.

„გამოქვეყნდება პარტიული სია და ნახავთ, როგორ იქნება ის გაჯერებული წარსულის ლანდებით და ამგვარი წარსული პოლიტიკური გვამებით“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, საარჩევნო კამპანიას მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად წაიყვანს და დანარჩენებს არაფერი არ ეკითხებათ, მათ შორის, „არც პარტიის ვითომ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს და გუბაზ სანიკიძის მსგავს კომიკურ პერსონაჟებს“.

„ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი იმას, რაც ზოგიერთ, ჩემს ვითომ კოლეგას დაემართა. ეს მათი პირადი ტრაგედიაა. ეს ადამიანები, რომლებმაც თხასავით გაყიდეს თავისი წარსული და დაივიწყეს, რასაც აკეთებდნენ - ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს, ახლა აღმოჩნდნენ მისი თავქუდმოგლეჯილი თაყვანისმცემლები და გადაასწრეს სააკაშვილის ძველ ფანებს“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

„ზოგიერთი ხალისობს კიდეც - „მოდით, პოპკორნი მოვიმარაგოთ და ვნახოთ, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ - დავაკვირდეთ, როგორ გაწირავენ ისინი საბოლოოდ თავის თანამებრძოლებს. ყველა კვლევა, სააკაშვილის ზღვის პირზე გამოჩენა, რეკრეაციის მოძალება - ეს პიარული სვლები გავლილი გვაქვს და ყველამ იცის, რა დგას ამის უკან“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (21.09.2020)
აუ ეს ყლექუდა საიდან გააძრეს?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×