რეზონანსი
21.09.2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში 22 წლის გოგონა გაურვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდა გოგონას, სავარაუდოდ, გულმა დაარტყა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია. როგორც სოფელში ამბობენ, 22 წლის ახალგაზრდა საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

,,გარდაცვლილი ფლევში გათხოვილი იყო. საუკეთესო ადამიანი, საუკეთესო ოჯხის შვილი, არანაირი პრობლემა ოჯახში არ ჰქონია, სამი თვის ბავშვი ჰყავდა. დაბადების დღე ჰქონდა იმ დღით, როდესაც გარდაიცვალა. სტუმრები ჰყავდათ, მშობლები ჩამოვიდნენ ერთ-ერთი სოფლიდან და გარდაცვლილის დედას ბავშვის ტირილი ესმოდა, სავარაუდოდ, შიოდა, რომ შევიდა სახლში 22 წლის გოგო გარდაცვლილი დახვდა", - განუცხადა dianews.ge-ს სოფლის წარმომადგენელმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: dianews.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×