რეზონანსი
21.09.2020

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ახლა ხელისუფლების ამოცანა 40%-იანი ბარიერის გადალახვაა. 

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, არჩევნებს კვლავ „ქართული ოცნება“ მოიგებს, მეორე ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობა გავა.

ხუხაშვილის თქმითვე, ხელისუფლება მეორე ტურს ვერ აცდება.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ხელისუფლების ამოცანა არის 40%-იანი ბარიერის გადალახვა და შევსება მაჟორიტარებიდან და ა.შ. , რომ შედეგი მიიღოს. კვლევებიდან ჩვენ შეგვიძლია, ერთი კანონზომიერება დავინახოთ, უფრო სწორად, რამდენიმე დასკვნა გავაკეთოთ.პირველი დასკვნა გახლავთ ის, რომ ხელისუფლება ყველა შემთხვევაში გავა პირველ ადგილზე, რაც არ უნდა მოხდეს ამის შემდეგ. მეორე ადგილზე ყველა შემთხვევაში გავა „ნაციონალური მოძრაობა“ და პარლამენტში ჩვენ გვეყოლება 5-დან 10 პარტიამდე. ესეც ძალიან საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ ბუნებრივი ბარიერიდან გამომდინარე ბევრი პარტია გადალახავს ბარიერს, შესაბამისად, ჩვენ გვექნება უნაშთო არჩევნები და ესეც იმუშავებს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ხელისუფლებამ თუ პროპორციულ ნაწილში ვერ აწია 40%-იანი ბარიერი, ამ შემთხვევაში, მას მეორე ტურების წინ სერიოზული პრობლემა შეექმნება.

ჩემი პროგნოზით, მეორე ტური ძალიან ბევრგან გვექნება, 30-ვეში ვერ ვიტყვი, მაგრამ 20-ზე მეტში გვექნება. თუ ამომრჩეველს გაუჩდა განცდა, რომ ხელისუფლება შეიძლება დამარცხდეს მეორე ტურში, ეს ძალიან პრობლემატური იქნება ხელისუფლებისთვის. ასე, რომ ჩვენ ახლა თამაშის შუაგულში ვართ, სადაც ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ დარჩეს უპრობლემოდ ძალაუფლებაში, მაგრამ ამის შანსები ყოველდღიურად მცირდება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×