რეზონანსი
22.09.2020

პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.

„ტელეფონში აღმოჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ისევე, როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე სატელიტის ფოტოსურათი, რაც წარდგენილი იქნა თავის დროზე მიხეილ რამიშვილის მიერ გამოძიებაში. შესაბამისად, რა ინფორმაციაც ფიქსირდება მიხეილ რამიშვილის ტელეფონში, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას. საეჭვო რომ არ იყოს ავთენტურობა, მიხეილ რამიშვილს შევთავაზეთ, რომ უშუალოდ სპეციალისტის, ექსპერტის მონაწილეობით მომხდარიყო ამ კონკრეტული ინფორმაციის გადმოტანა და საქმეზე დამაგრება... 

შემდგომ მან განაცხადა, რომ ოჯახის წევრი ჰყავდა საავადმყოფოში, სჭირდებოდა დაახლოებით ნახევარი საათი, რათა დაბრუნებულიყო ჩვენთან. მისი თანხმობით დალუქული ტელეფონი დარჩა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. ადვოკატის დაბრუნებას ველოდებით. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გამომძიებლებთან ერთად წავა და უშუალოდ ექსპერტის მონაწილეობით მოხდება საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადმოტანა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ამ კონკრეტული საქმის შესწავლის ნაწილში“, – აღნიშნა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, ამ მტკიცებულებებს მიხეილ რამიშვილის დაკავება მოჰყვეს, პროკურორმა განაცხადა, რომ მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ტელეფონში მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღმოჩნდა.

თუ ფალსიფიცირების ფაქტი დადგინდა, შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
???????????????   (22.09.2020)
ერთი ნამდვილი კაგებეშნიკია, მეორე კი გამოქლიავებული ადვოკატი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×