რეზონანსი
22.09.2020

კორონავირუსით ინფიცირებულმა მამაკაცმა საქართველოში დედის ცხედარი ტრაილერით შემოტანა - ამის შესახებ ის პირები საუბრობენ, რომლებიც ქალის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთია „სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრის" დირექტორი ედუარდ აივაზიანი, რომელიც გვიყვება, რომ ინფიცირებულ მამაკაცს და მისი ოჯახის წევრებს COVID19-ზე ტესტი სომხეთში აუღეს, თუმცა ვირუსი არცერთს აღმოაჩნდა. ედუარდ აივაზიანის თქმით, სომხეთიდან წამოსვლამდე ანალიზი გარდაცვლილი დედის ცხედარსაც გაუკეთეს.

„11 სექტემბერს ერევანში ტესრიტება ჩაუტარდა მთელ ოჯახს, მათ შორის გარდაცვლილ დედასაც. კორონავირუსი არცერთს არ აღმოაჩნდა. სამველას საბაჟოზე სწრაფი ტესტი გაუკეთდა, მაგრამ არც აქ აღმოაჩნდა", - გვითხრა ედუარდ აივაზიანმა.

კოვიდინფიცირებულმა მამაკაცმა ახალციხეში ორი დღე დაჰყო, დაკრძალვის შემდეგ თბილისში წავიდა, შემდეგ კი კვლავ სომხეთში დაბრუნდა. სწორედ დაბრუნების დროს, სომხეთის სდაზღვარზე ტესტირებისას დაუდასტურდა მას კორონავირუსი.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×