რეზონანსი
22.09.2020

საქართველოში კოორნავირუსის დადასტურებული 218 ახალი შემთხვევიდან 47 სოფელ დიღომს უკავშირდება. ინფიცირების წყარო ერთ-ერთ რესტორანში გამართული წვეულებაა, რომელსაც რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებიც ესწრებოდნენ.

ინფიცირებულებს შორის არის უბნის აფთიაქის მფლობელი, რომლის ობიექტი ამ წუთებში დახურულია.კოვიდინფიცირებულები კოვიდცენტრებში, მათთან კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ინფიცირებულთა უმეტესობა რისკ-ჯგუფ მიეკუთვნება, რადგან მათი ასაკი 60 წელს ზევითაა.

„ქრონიკის" ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის არის პაციენტი, რომელმაც სამედიცინოდ დაწესებულებას არ მიმართა და სახლში მკურნალობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×