რეზონანსი
22.09.2020

მოვუწოდებთ საზოგადოებას, ყველა ის წესი, რომელიც მოქმედებს და ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო, მაქსიმალურად დაიცვას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წესების დაღვევების შემთხვევები ჯერ კიდევ ხშირია. „საკმაო პერიოდია უკვე გასული, რაც ჩვენს მოქალაქეებთან ერთად პანდემიასთან ვიბრძვით და იმ პირობებში, როდესაც ბევრი რამ ვისწავლეთ, არ უნდა გვჭირდებოდეს ჯარიმების ენით ჩვენს მოქალაქეებთან საუბარი. ჯარიმების გარეშეც და მკაცრი მიდგომების გარეშეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში და იმდენი რამ ვისწავლეთ, რომ ამის გარეშეც უნდა ვატარებდეთ პირბადეს და ვიცავდეთ დისტანციას. შემთხვევების რაოდენობის ზრდა დამიკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, თუ როგორ დავიცავთ წესებს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა საგანგებო მგომარეობის გამოცხადებას და ქვეყნის მასშტაბით მკაცრ შეზღუდვებს არ გეგმავს.

„შეიძლება იყოს მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში, ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ამა თუ იმ რეგიონში ეპიდვითარებაზე", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
mzirali   (23.09.2020)
არჩევნების მპახლოებასთან ერტად ეს საკითხი უკვე დღის წესრიგშია... რატომ? მკითხველი და გამგონი მიხვდება


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×