რეზონანსი
22.09.2020

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი, 60 წლის მამაკაცი იყო.

როგორც „პრაიმტაიმთან" რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე აცხადებს, გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„თავდაპირველად, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იყო მოთავსებული, ჩვენთან რომ გადმოიყვანეს, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ჩვენთან მისი მკურნლობა რეანიმაციულ განყოფილებაში გაგრძელდა. მდგომარეობა იყო კრიტიკული. ამას დაემატა ისიც, რომ გუშინ გული გაუჩერდა, პირველადი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდა, შეყვანილი იქნა კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, გაკეთდა კოორნაგრაფია, აღმოჩნდა, გულის ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვის კრიტიკული დაზიანება, სტენდი ჩაიდგა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჩვენ როგორც ვიცით, იყო ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოყვანილი", - ამბობს გოფოძე.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×