რეზონანსი
22.09.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აჭარაში არსებულ კოვიდსიტუაციას ადგილზე გაეცნობა. როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, ბათუმში აჭარის მთავრობის მიწვევით ჩავიდა.

„ადგილზე გავეცნობი სიტუაციას, როგორც კოვიდცენტრებში, ასევე სასტუმროებში. სურათის გაცნობის შემდეგ შემეძლება, უფრო ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ვაპირებთ ტრენინგებს ადგილობრივი მედპერსონალისთვის", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ზომების გამკაცრება არ ნიშნავს მხოლოდ მკაცრ შეზღუდვებს და მთავრობასთან ერთად მოქალაქეებმაც უნდა გაითავისონ საკუთარი როლი, რაც რეკომენდაციების დაცვაში გამოიხატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×