რეზონანსი
22.09.2020

უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რადგან მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება და არ იკლებს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, რომ ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე.

„საქართველო და ქართველის ხალხის ბუნებაა ასეთი. ჩვენ ვგავართ უფრო იტალიელებს, ვიდრე შვედებს ან გერმანელებს, რომლებიც ზედმიწევნით ასრულებენ რეგულაციებს, ასევე ჩვენი ტრადიციებია ხალხმრავალი შეკრებები. უჭირს მოსახლეობას ამის გათავისება, მაგრამ არის იმის ნიშნები, რომ ხდება უკვე საჭირო მიმართულებით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება. გარკვეული „დათვური სამსახური" გაგვიწია იმ ძალიან კარგმა მდგომარეობამ, რომელსაც დიდხანს ინარჩუნებდა საქართველო. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ყველაფერმა ჩაიარა და რომც არ დაიცვან რეგულაციები, ქვეყანაში იმდენად კარგი სიტუაციაა, რომ არაფერი მოხდება. ამ ცრურწმენისგან უნდა გავთავისფლდეთ. უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, რომ ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რადგან მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება და არ იკლებს", - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, მოქალაქეების მხრიდან არის ერთადერთი რამეა გასაკეთებელი, რომ შეასრულონ რეგულაციები უფრო ზედმიწევნით.

„მოქალაქეების მხრიდან არის ერთადერთი რამ გასაკეთებელი - შეასრულონ რეგულაციები უფრო ზედმიწევნით და უფრო მკაცრად. ეს რეგულაციებია: ნიღბის ტარება დახურულ სივრცეებში, სოციალური დისტანცირება და რაც მთავარია, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და სანტაიზერების გამოყენება. ეს რეგულაციები არ არის ძნელი შესასრულებელი. საერთოდ, ყველა რეგულაცია არასასიამოვნო შესასრულებელია, მაგრამ ეს რეგულაციები მინიმალურ დისკომფორტს ქმნის", - განაცხადა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×