რეზონანსი
22.09.2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლაში მცხოვრებს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებენ სამხარეო ადმინისტრაციის აპარატში.

სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი მიქელაძის თქმით, მესამე ინფიცირებულიც ბათუმში, იმავე ქორწილში იმყოფებოდა, რომელშიც მისი ორი თანასოფლელი დაინფიცირდა. მოქალაქის ბიოლოგიური მასალა გამოსაკვლევად 21 სექტემბერს გააგზავნეს, რეგიონში პასუხი კი 22 სექტემბერს მოვიდა.

“ეტაპობრივად ხდებოდა გამოვლენა, ვინ იყო ინფიცირებულთან კონტაქტში, ვინ იმყოფებოდა ქორწილში. ჩაუტარდა ტესტი და სამწუხაროდ, დადებითია პასუხი”, – გვითხრა გიორგი მიქელაძემ.

მოხდება თუ არა რეგულაციებისა და შეზღუდვების შემოღება სოფელში, სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამაზე გადაწყვვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

შეგახსნებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლაში ორ პირს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა. სამი დღეა ეპიდემილოლოგები მათ კონტაქტებს იკვლევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×