რეზონანსი
22.09.2020

„აჭარაში სიტუაცია პრაქტიკულად სრულად ექვემდებარება კონტროლს, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აჭარაში ეპიდსიტუაციის დამძიმება მოსალოდნელი იყო.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ტურისტულ სეზონზე ზღვისპირა რეგიონში უამრავი ადამიანის კონცენტრირება იყო, რამაც ეპიდსიტუაცია დაამძიმა.

„ეს ყველაფერი პროგნოზირებადი იყო, რადგან ზაფხულში უამრავი ადამიანის კონცენტრირება მოხდა, მათ შორის შიდა ტურიზმიდან გამომდინარე. ამავე დროს, სარიტუალო ღონისძიებები იმართებოდა, რომელთან მიმართებაშიც ყოველთვის ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად მკაცრები ვყოფილიყავით და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ სიტუაციის სტაბილიზაცია და ეპიდვითარების ლოკალიზება მხოლოდ ერთიანობით, სოლიდარობით და მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობით შესაძლებელია. სახელმწიფო და ჩვენი ჯანდაცვის სექტორი, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ეს პროცესები ეფექტურად მართოს“, – აღნიშნა რიჟვაძემ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ბათუმში მობილობისგან თავი შეიკავონ და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს დაემორჩილონ.

რიჟვაძის თქმით, მოქალაქეთა მაღალი პასუხსისმგებლობით, შესაძლებელია სიტუაციის სწრაფად დასტაბილურება.

„მნიშვნელოვანია, რომ მობილობისგან თავი შევიკავოთ განსაკუთრებით ბათუმში, ვინაიდან, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ვმართოთ დაინფიცირებული ადამიანები და ამავე დროს კონტაქტების მიდევნება მოვახდინოთ, რათა კონტაქტების გავრცელება არ გვქონდეს. დღეს სიტუაცია პრაქტიკულად სრულად ექვემდებარება კონტროლს. გამოვლენასთან მიმართებაში იცით, რომ რეგიონში გაფართოებული ტესტირება დაიწყო, ამან მოგვცა საშუალება,რომ ადრეულ ეტაპზე დაინფიცირებული ადამიანების გამოვლენა მომხდარიყო და მათი მართვა. ჩვენ მიზნობრივ ტესტირებაზე გადავდივართ და ჯანდაცვის სექტორი გეტყვით, რომ ყველა არ საჭიროებს ტესტირებას. მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტები კიდევ უფრო კარგად იყოს დალაგებული, რათ მზარდი ნაკადების ფონზე ჩვენ შევძლოთ, სიტუაციას უკეთ გავუმკლავდეთ, თუმცა პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. თუ წესებს დავიცავთ ძალიან მალე სიტუაციის აბსოლუტურ სტაბილიზაციას შევძლებთ რეგიონში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×