რეზონანსი
22.09.2020

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატთან ერთად ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს მათ მოსახლეობასთან განახლებული ინფრასტრუქტურა და ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები განიხილეს.

„რუსთაველის გამზირის და გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა, ტრადიციულად, დიალოგის ფორმატში წარიმართა. წინასაარჩევნო კამპანია უფრო და უფრო აქტიური ხდება და მეც ვცდილობ, ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე მივიდე, მოვუსმინო თანაქალაქელებს, ჩემი მოსაზრებები გავაცნო სხვადასხვა საკითხზე და ერთად დავსახოთ სამოქმედო გეგმები. ქუთაისის ცენტრალური გამზირის სრული რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო. რუსთაველის ქუჩაზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ორი სკვერი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გრიშაშვილის ქუჩასაც, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა და აქ საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი ხანია არ ჩატარებულა. 924 000 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, გრიშაშვილის ქუჩა ლამაზი და გადასაადგილებლად კომფორტული ქუჩაა, როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის. მოსახლეობასთან შეხვედრებზე ბევრ ყოფით საკითხზეც ვსაუბრობთ. რაც უფრო ბევრს აკეთებს ხელისუფლება , ისინი კიდევ უფრო მეტს მოითხოვენ და მათ ამის უფლება აქვთ. ადამიანებისთვის ღირსეულად ცხოვრების პირობების შექმნა ჩვენი გუნდის უმთავრესი მიზანია და ამას, ერთიანი ძალისხმევით, აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ლომინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სრულიად საქართველო   (23.09.2020)
მ ო გი ტ ყ ან თ თითოეული ოჯახის წევრი 8 წლის მერე გაგახსენდათ?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×