რეზონანსი
23.09.2020

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს კითხავენ. მიხეილ რამიშვილისგან პროკურატურა ინტერესდება იმ ე.წ. სატელიტის ფოტოებით, რომელიც ადვოკატმა გაასაჯაროვა და ექსპერტიზის დასკვნით, გაყალბებულია.

საქმე ეხება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას და კომპიუტერში უკანონო შეღწევას. გამოკითხვის დაწყებამდე პროკურორმა აღნიშნა, რომ მიხეილ რამიშვილის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის მისი პირადი ტელეფონიდან ამოღებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. საუბარია რამიშვილისა და დავით ფურცხვანიძის მიმოწერაზე.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, მან მიაწოდა გამოძიებას მთელი ინფორმაცია, რომელიც ჰქონდა და ახალს დღეს ვერაფერს იტყოდა.

„ეს ე.წ. სატელიტის ფოტოები ვნახე პირდაპირ ეთერში და მათ შესახებ მხოლოდ მიხეილ რამიშვილისგან შევიტყვე", - განაცხადა ქობესაშვილმა.

საქმის პროკურორის განცხადებით, როდესაც მიხეილ რამიშვილმა ფოტოები წარმოადგინა, მან ითხოვა, რომ ეს ფოტოები მტკიცებულებების სახით დართოდა საქმის მასალებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კონკრეტულად ფოტოსურათების წარმოშობის პერიოდში რამდენად ინფორმირებული იყო ორივე ადვოკატი წყაროს შესახებ და ფოტოსურათების ნამდვილობის შესახებ. მანამდე ჩვენთვის ცნობილი იყო ფურცხვანიძის შესახებ, ფოტოსურათებით დავინტერესდით მხოლოდ რამიშვილის განცხადების შემდეგ, თუმცა მისი მოქმედება არ იყო გამართლებული, რადგან უმჯობესი იქნებოდა, ჯერ გამოძიებისთვის დაესახელებინა ამ ადამიანის სახელი და გვარი, არ ეცნობებინა მის შესახებ მედიისთვის, ვინაიდან ამან გამოძიების ინტერესები არსებითად დაარღვია", - აცხადებს პროკურორი დავით გუმბერიძე.

უწყების ინფორმაციით, მობილურის შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის დალუქვა მოხდა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენის შემდგომ და მისი თანხმობით.

22 სექტემბერს მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა.

21 სექტემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროკურატურამ მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოითხოვის მიზნით, მისი ტელეფონი დალუქა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×