რეზონანსი
23.09.2020

ჩემთვის გამოძიების ვერსია სარწმუნო იმ შემთხვევაში იქნება, თუკი, საპირისპირო ფოტომასალას დამიდებენ სატელიტიდან და ფოტოზე იქნება თამარის მანქანა. მაშინ ხელებს ავწევ, საჯაროდ ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა და ვიგლოვებ შვილს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განუცხადა.

ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად მივიდა, სადაც ამ წუთებში მას მაგისტრატ მოსამართლესთან კითხავენ.

"მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად მოვედი, რადგან ისტორიას არ ახსოვს პრეცედენტი, რომ ადვოკატს წაართვან ტელეფონი. იმის ნაცვლად, რომ მკვლელები ეძებონ, იმის მაგივრად რომ მკვლელებს ებრძოლონ, ებრძვიან ადვოკატს, თვალებში ნაცარს გვაყრიან და ამბობენ, რომ ერთი მხარეს ვართ. როდის იყო ერთი მხარე ერთმანეთს ებრძოდა, დიდი ხანია უნდათ მიხეილ რამიშვილის ჩამოშორება და ახლა საბაბი მიეცათ. მან დაასახელა წყარო, რომ არ ეთქვა, კიდევ მესმის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე წყაროს ვეძებთ და ამიტომ ამოვიღეთ ტელეფონიო, რომ ეთქვათ, თუმცა, ამაზე გამოძიებას ინფორმაცია ჰქონდა და ბატონმა დავითმაც დაასახელა წყარო, საჯაროდ თქვა, რომ გაასაჯაროვეთ წყაროს ვინაობაო და რატომ არ ასაჯაროვებენ? ალბათ, მათ ინტერესებში არ შედის ამის გასაჯაროვება", - განაცხადა თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×