რეზონანსი
23.09.2020

მიხეილ რამიშვილის გამოკითხვის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში მხარდამჭერი აქცია იმართება, რომელზეც ადვოკატები და ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. ადვოკატების განცხადებით, საგამოძიებო ორგანოს მხრიდან მსგავსი ქმედებები უკანონოა და მიზანი კი არის ის, რომ მიხეილ რამიშვილი საქმეს ჩამოაშორონ.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის თქმით, გამოძიება მკვლელების ძებნის ნაცვლად ადვოკატს ებრძვის.

"მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი პრეცედენტი, რომ ადვოკატს წაართვან ტელეფონი, იმის მაგივრად, რომ მკვლელები ეძებონ. თან თვალებში ნაცარს გვაყრიან, რომ ერთი მხარე ვართო, როდის იყო ერთი მხარე ერთმანეთს ებრძოდა. დიდი ხანია უნდოდათ ჩამოშორება და ახლა საბაბი მიეცათ," - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. საქმე ეხება ე.წ სატელიტის ფოტოებს, რომლის საფუძველზეც მიხეილ რამიშვილი აცხადებდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, იმ ადგილზე სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიტანეს. პროკურატურის მტკიცებით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია. ფოტოები მიხეილ რამიშვილს "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×