რეზონანსი
23.09.2020

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულები, უკანასკნელ წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იქცა პოლიტიკის დონეზე პრიორიტეტულ მიმართულებად, რაზეც მეტყველებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული არაერთი აქტივობა.

„2018 წლიდან, სამინისტროში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი აღნიშნულ დანაშაულებზე ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს და წარმოადგენს გარანტს იმისა, რომ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები არ დარჩება ყურადღების მიღმა. ვფიქრობთ, ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიცაა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა და საერთო სურვილი იმისა, რომ ქვეყანაში არსებული გარემო გახდეს კიდევ უფრო უკეთესი“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×