რეზონანსი
23.09.2020

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით, „ქართული ოცნება" "ლელოს" საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელს უშლის, მათ შორის, ფიზიკური ძალადობის გზით.

როგორც ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, მისი თანაპარტიელების მიმართ თავდასხმები „ლელოს" რეიტინგითაა გამოწვეული.

"ამ ქვეყნის მთავარი პანდემია არის მოქმედი ხელისუფლება, რომელიც თავიდანვე სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის "ლელოს", ყველანაირად უშლის ხელს ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში, მათ შორის ფიზიკური ძალადობით. "ქართული ოცნება" კი აქვეყნებს მისი ხელდასმული ექსპერტების დასკვენებს, მაგრამ შიდა კვლევებით ნამდვილად იცის, რომ "ლელოს" სხვა პროცენტი აქვს და ეს არ მოსწონს. ვფიქრობ, ამითაა გამოწვეული თავდასხმები",- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

როგორც ის აცხადებს, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით კანონდარღვევები მის მაჟოროტარულ ოლქებში - ხაშურსა და ქარელშიც ხდება.

"კანონდარღვევებს ვხვდები ხაშურის და ქარელის ოლქში, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებზე მიდის მინიმუმ იმის ჩაწვეთება, რომ შენ თუ "ლელოსკენ" გაიხედავ, შეიძლება, სამსახური დაკარგო, გაგათავისუფლონ, სოციალური დახმარება მოგიხსნან, ამაზე ადამიანები საუბრობენ ხშირად, მე ამაზე ვერ ვსაუბრობ, რადგან ადამიანები, რომლებსაც ეს ჩემამდე მოაქვთ, მთხოვენ ამაზე არ ვისაუბრო და ამიტომ არ ვსაუბრობთ, თუმცა ასეთი ფაქტები არის. საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებსაც იმდენად ყელში ამოუვიდან არსებული ხელისუფლება, რომ პარტია "ლელოს" და პირადად მე ღიად გვიფიქსირებენ მხარდაჭერას. არიან ჩვენი აქტივისტები და ყოველდღიურ პროცესებში მონაწილეობენ. მოვუწოდებ, მოსახლეობას, ნუ შეეშინდებათ, გამოვიდნენ და იაქტიურონ",- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (24.09.2020)
ბატონო კახა, აი, ლელო რომ მოვა ხელისუფლებაში--მაშინ დადგება სამოთხე? მამუკა ხაზარაძეს ოჯახებიდან გამოყრილი და უსახლკაროდ დატოვებული მასა ეყოფა უარსაყოფად. ტყუილა აეფარეთ ლეღვის ფურცელივით. გადაგვინაწილე 2 წელიწადზე გადასახდელი თანხა-მეთქი ვეაჯებოდი და 2 ბინა წაიღო უსირცხვილოდ. 17 ათასში გაჰყიდა 30 ათასიანი ბინა, არ გაიხაროს სხვის გაჭირვებაზე გაბღენძილმა თ ა ღ ლ ი თ მ ა! 1,5 წელში გაქირავებით შევაგროვებდი მაგ 17 ათასს, თავი მოიკლა--არაფრით არ დაგვთანხმდა, თითქოს ეს 17000 იყო მისი ბოლო შემოსავალი! ისე გ ა კ ო ტ რ დ ე ს, როგორც იმსახურებს! კახა კოჟორიძესაც უგანებს და მერე შეიცნობს ის მას!

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×