რეზონანსი
23.09.2020

შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდემიას მაინც აქვს ლოკალიზებული ხასიათი, რაც პროგნოზულად კეთილსაიმედოა, რადგან ლოკალიზებული ეპიდემიის მართვა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ჩვენ დღეს დავინახავდით შემთხვევების თანაბარ მატებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბათუმში შემთხვევების მატება არის, მაგრამ საქმე არ გვაქვს გეომეტრიულ პროგრესიასთან, რაც ტიპიურია კორონავირუსისთვის.

„არის მატება ერთეული შემთხვევების და გარკვეული დინამიკა არის ნელი მატების, რაც არის წინაპირობა იმის, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და დასტაბილურების შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს“ - განაცახდა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×