რეზონანსი
23.09.2020

სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.

ტელეწამყვანმა მაჟორიტარად დასახელების შემდეგ პირველი კომენტარი ტელეკომპანია „მთავართან“ გააკეთა.

„დიახ, გადავწყვიტე ეს გამოწვევა მივიღო. ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია. მაგრამ იქნება საინტერესო და ჩემი ერთადერთი მიზანია, შევქმნა ახალი კამპანია.

მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მინდა ის გავხდე, მე მინდა, ვიყო ადამიანების იმედი, როგორც აქამდე ვიყავი“ – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი კენჭს იყრის, ის რჩება „მთავარ არხზე“ და კვლავ გააგრძელებს გადაცემა „სხვა ნანუკას“ წაყვანას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×