რეზონანსი
23.09.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში არსებული ორი განყოფილება, რომელიც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს, სრულად არის ათვისებული.

„ჩვენს მაგალითზე გეტყვით, რომ ამჟამად მუშაობს მხოლოდ ორი განყოფილება, ის ემსახურება კოვიდინფიცირებულ პაციენტებს. ის აბსოლუტურად სრულად არის ათვისებული, თუმცა ხდება ცვალა, გაწერა და ისევ ახალი პაციენტების მიღება.

რაც შეეხება ძირითად ბოქსირებულ განყოფილებას სულ სამ-ოთხ დღეში ალბათ დამთავრდება რეაბილიტაცია, დაახლოებით ორ კვირაში სრული რემონტი და ამდენად გვექნება სრულყოფილად გამართული, არაჩვეულებრივი ვენტილაციით, ჟანგბადის მიწოდების სისტემით, ყველანაირად გამართული ბოქსირებული განყოფილება.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მალე მოხდეს ამ განყოფილების გახსნა“, – განაცხადა მარინა ენდელაძე „ფორმულას“ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×