რეზონანსი
23.09.2020

გადაცემა "სხვა ნანუკას"  წამყვანი და ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" მიერ წყალტუბოსა და სამტრედიაში მაჟორიტარად მის წარდგენაზე საუბრობს. მისი თქმით, შეთავაზებაზე თანხმობა წარდგენამდე 2 საათით ადრე განაცხადა.

მთლიანობაში ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი, ამ დიდი რაღაცის ნაწილი არ მინდოდა, ვყოფილიყავი. პირველ რიგში, გადაწყვეტილების მიღების მთავარი საფუძველი იყო ის, რომ კარგად დამარწმუნეს იმაში, რომ ომია და არასოდეს ცხოვრების არცერთ ეტაპზე ომში წასვლაზე უარი არ მითქვამს... ომი ხომ ყოველთვის სხვადასხვაგვარია, პირდაპირი გაგებით ხომ არ უნდა წარმოვიდგინოთ და ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზეც მთავარი ომის ხაზი გადის. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მინდა, ის გავხდე. მე მინდა, ვიყო ადამიანების იმედი, როგორც აქამდე ვიყავი, - ამბობს ჟორჟოლიანი. 

ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ მაჟორიტარობაზე და პოლიტიკაში წასვლაზე შეთავაზება მანამდეც არაერთხელ მიუღია, თუმცა ამ დრომდე უარს ამბობდა, რადგან ქართული პოლიტიკის ნაწილი არ უნდოდა ყოფილიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მარინა   (24.09.2020)
წარმატებები ნანუკას.გამარჯვებას გისურვებ,რასაც იმსახურებ.ის ადამიანები კი ვისაც მხოლოდ გაუნათლებლობამ ბინძური ენით დააჯილდოვა კიდევ ბევრ ნიჭიერს გალანძღავს.ისე კი ქართველობას დიდი ნიჭი აქვს ერთმანეთის ლანძღვის,რითაც ზოგიერთი უღირსი ამით ამაყობს.

???   (23.09.2020)
aivso bozebot da chatlashkebit parlamenti! mishas dzuknebis xrova gaivso,gaivso!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×