რეზონანსი
23.09.2020

ტურიზმისა და ეკონიმიკის განვითარება, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ამ საკითხებზე შედგა საუბარი ქუთაისში უქიმერიონისა და ნიკეას უბნების მცხოვრებლებთან.

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე და მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩეჩელაშვილისა და ნიკეას ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ ადგილობრივებმა კანდიდატებთან ადგილზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

„ჩეჩელაშვილის ქუჩაზე არის ,,კლინიკა ლჯ“, რომელიც წლების წინ მეგობრებთან ერთად დავაარსე და დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მრავალპროფილური კლინიკაა. თითქმის ორი ათეულია წელია, ყოველდღე ამ ქუჩაზე დავდივარ , ლამის ყველა ოჯახს ვიცნობ და ვიცი, რა უჭირთ, რა ულხინთ. თვალის ერთი შევლებითაც კი ვამჩნევ უბნის სიახლეებს. ამიტომაც, განსაკუთრებულად ემოციური იყო ჩემთვის ჩეჩელაშვილის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა. „ლჯ"-ს განვითარებამ ამ უბნის ინფრასტრუქტურის განვითარებაც გამოიწვია და კიდევ უფრო მეტი გვაქვს დაგეგმილი.

ისევ შევხვდი ნიკეას ქუჩის მცხოვრებლებსაც. მიუხედავად იმ პროექტებისა, რომლებიც ბოლო წლებში ამ დასახლებაში განხორციელდა, მოსახლეობასთან საუბრისას კიდევ მრავალი საჭირბოროტო საკითხი წამოიჭრა, რომელთა მოგვარების გზებს ერთად დავსახავთ და რასაც დავპირდებით, ყველაფრის შესრულებაზე პასუხისმგებლობას ავიღებთ,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×