რეზონანსი
24.09.2020

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლე ვიკა ბუკია ჯერ ისევ ვერ გამოდის კორონავირუსისგან შექმნილი რთული მდგომარეობიდან:

„მთელი ღამე მეჩვენებოდა, რომ ოთახი პატარავდებოდა. რატომ გავიჭედე? ენერგია ნული, მინუს უსასრულობა. გუშინ ღამე ისევ იყო ეს შეტევა: ოფლი სახეზე, უჰაერობა, გულისრევა და პანიკური შიში. მაგ დროს ჰაერი უბრალოდ არაა. შემდეგ გჭირდება ჟანგბადი, ფეხები მაღლა უნდა აწიო, დაუძახო ექთნებს და უბრალოდ პანიკას არ აყვე. არ აყვე. არ აყვე. ეს ალბათ უკვე ვირუსი აღარაა. უფრო პანიკა მიტევს.

დღეს ვწევარ. არაფერი არ მჭირს. უბრალოდ არ მაქვს 1 გრამი ძალა. როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი ჩემი იმუნიტეტის გამო ხდება, რომლის აღდგენა მშობიარობის შემდეგ ვერ მოვასწარი.

ლევანი უფრო კარგადაა… ტესტები გაგვიკეთეს, ველოდებით პასუხებს“, – წერს ვიკა ბუკია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×