რეზონანსი
24.09.2020

"საქართველოს უნივერსიტეტის" სამართლის სკოლის სტუდენტმა, გიორგი ინანაშვილმა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ იუნგის სარკომა დაუდგინდა დაავადება დაამარცხა. ინფორმაციას თავად "საქართველოს უნივერსიტეტი" ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგის ოპერაცია ჩაუტარდა, მკურნალობის შედეგად კი, ის სრულიად გამოჯანმრთელდა.

“გვინდა გაუწყოთ ძალზე სასიხარულო ამბავი…

"საქართველოს უნივერსიტეტის" სამართლის სკოლის სტუდენტს, გიორგი ინანაშვილს, რომელსაც თვეების წინ დაუდგინდა იუნგის სარკომა, ჩაუტარდა ოპერაცია თურქეთში, მკურნალობის შედეგად კი ის დღეს სრულიად ჯანმრთელია!

ჩვენი გუნდის სახელით ვულოცავთ გიორგის და მის ოჯახს ამ ურთულეს ბრძოლაში გამარჯვებას და ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და ბედნიერ მომავალს

დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ერთიანი ძალებით კი შეუძლებელი არაფერია,” - აღნიშნულია "საქართველოს უნივერსიტეტის" განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (24.09.2020)
ღმერთი იყოს შენი მფარველი. გაიხარე


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×