რეზონანსი
24.09.2020

გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის თქმით, შაქარაშვილის საქმეში უსამართლობის მთავარი ხაზი სწორედ ნაციონალურ მოძრაობაზე გადიოდა, რომელსაც სურდა, რომ შაქარაშვილების ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური განკითხვის საგნად ექცია.

„უსამართლობის ყველაზე დიდი ტალღა ჩვენ ვიგრძენით საზოგადოების მცირე ნაწილისგან, რომელიც ასოცირდებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან და მის ხელქვეით ტელევიზიასთან, რომელმაც ყველაფერი იღონა და საბედნიეროდ არაფერი გამოუვიდა, რომ გიორგის და ჩვენი ოჯახის ტრაგედია გადაექცია პოლიტიკური განკითხვის საგნად. მათ ვპირდები, რომ ეს არასდროს მოხდება.

იყო რამოდენიმე მცდელობა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობდნენ, რომ რამენაირად ოჯახი დაეყოლიებინათ, რათა ამ საქმისთვის მათთვის სასარგებლო კალაპოტი მიეცათ. ეს იყო „მთავარი“ არხი, მისი გენერალური დირექტორის ბატონი გვარამიას წინამძღოლობით აპოლოგეტი გახლავთ ნაციონალური მოძრაობის. ისინი მუდმივად ცდილობდნენ, რომ ამ საქმიდან თავიანთთვის სასარგებლო გამოეყვანათ. დღეს თქვენ ხედავთ, რომ მათ გაიმაიმუნეს და თავი მოიჭრეს ჩვენს საქმეზე“, – განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში ნიკოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×