რეზონანსი
24.09.2020

მინდა დავამშვიდო მოსახლოება. სისტემა გამართულია, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა",- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.

მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალი შემთხვევების რაოდენობის მატება პროგნოზირებული იყო.

„ამ მატებას ჩვენ ველოდებოდით, რა თქმა უნდა, ამდენი კოვიდინფიცირებულის კონტაქტების მოძიების შემდეგ მოემატებოდა, მაგრამ, მინდა დავამშვიდო მოსახლოება სისტემა გამართულია, უკვე მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. შევძლებთ ამ პაციენტების მართვას", - განაცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ენდელაძის თქმით, კლინიკაში 32 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 3 მძიმე პაციენტია.

„კლინიკაში ბავშვებიც გვყავს, ერთი სამი თვის ბავშვია, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება",- განაცხადა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×