რეზონანსი
24.09.2020

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის შეცვლის გადაწყვეტილება პარტიამ იმის გამო მიიღო, რომ დევი ჭანკოტაძის მხოლოდ ერთ ოლქში წარდგენა არაეფექტური იქნებოდა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, გენერალი დევი ჭანკოტაძე „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ჩართული.

„ზოგადად პოლიტიკაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო კამპანიის დროს რაღაც ცვლილებები ხდება. ჩვენ ვითათბირეთ და მივიღეთ გადაწყევეტილება. ჩვენი საერთო აზრით, დევი ჭანკოტაძის ავტორიტეტიდან გამომდინარე, მისი მხოლოდ ერთ ოლქში წარმოდგენა შესაძლოა, ყოფილიყო არაეფექტური, ვიდრე მთელ საქართველოში. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი დევი მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება საარჩენო კამპანიაში ჩართული და კონკრეტულ ოლქში ნანუკა ჟრჟოლიანისგან მივიღეთ თანხმობა მაჟორიტარობის კანდიდატობაზე", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა "ინტერპრესნიუსთან".

მისივე თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შენაძენია მთლიანად ოპოზიციისთვის.

ცნობისთვის, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატად თავდაპირველად გენერალი დევი ჭანკოტაძე განიხილებოდა, თუმცა პარტიამ კანდიდატურა ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×