რეზონანსი
24.09.2020

აჭარაში, ყველა საფეხურზე სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ასევე, მინისტრის თქმით, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში წარიმართება.

„აჭარაში, განათლების პროცესი ყველა საფეხურზე ნარჩუნდება დისტანციურ ფორმატში. რაც შეეხება სკოლებს, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ყველაზე პატარებისთვის, რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს საკლასო ოთახებში და ეს მოხდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე რომ გორსა და ფოთში, სადაც პირველ ოქტომბრამდე დისტანციური ფორმატი იყო, პირველ ოქტომბერს უკვე ყველა მოსწავლეს აქვს საშუალება დაბრუნდეს საკლასო ოთახში, ასევე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის აჭარის გარდა ყველგან, მათ საშუალება ექნებათ რომ სკოლის ტერიტორიაზე, სპეციალურად განკუთვნილ რესურსოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებელს", - განაცხადა ჩხენკელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×