რეზონანსი
24.09.2020

აჭარაში ბოდიშიც მოვუხადე იმ ადამიანებს, ვინც დაგვიანებით მიიღეს დადებითი პასუხი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა დაგვიანებული ტესტირების პასუხის გამო.

„აგვისტოს თვის მერე ტესტირების რაოდენობის დინამიკა არის მზარდი, შეიძლება ერთ დღეს ყოფილიო 6 ათასი, რაზეც ატყდა ერთი ამბავი ვაი-ვიში, მაგრამ იყო შემდეგი დღეები როცა გვქონდა 12 და 14 ათასი ტესტი.

აქ დამალული არაფერია, არის ზრდის დინამიკა, თუმცა, საკმაოდ დატვირთულია ეს ლაბორატორიები, ამიტომაც იცით, რომ აჭარაში იყო დაგვიანებული, ამას ვაღიარებთ და მე ბოდიშიც მოვუხადე იმ ადამიანებს, ვინც დაგვიანებით მიიღეს დადებითი პასუხი.

ყველა ადამიანს, ვისაც ვუღებთ ტესტს, განსაკუთრებით კონტაქტებს ვაფრთხილებთ, რომ ტესტს რომ აიღებს, სასურველია სანამ პასუხს გაიგებს, იყოს თვითიზოლირებული", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×