რეზონანსი
24.09.2020

საქართველოში ეპიდემოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფეხბურთო შეხვედრები ისევ უმაყურებლოდ გაიმართება - ეს სამწუხარო სიახლე „საბურთალოს" განცხადებიდან ირკვევა.

„საბურთალო" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/4 ფინალურ მატჩს ქუთაისის „ტორპედოსთან" 27 სექტემბერს გამართავს. დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონზე, 15:00 საათზე დაიწყება. თუკი ბოლო დროს მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდული იყო, ახლა საერთოდ აღარ დაიშვებიან.

„შეხვედრას დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტირებული მედიის წარმომადგენლები. ახალი რეგულაციების თანახმად მათი რაოდენობა შეზღუდულია" - წერია „საბურთალოს" განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ეროვნულ საფეხბურთო ლიგებში თამაშები 25 ივნისს განახლდა, ხოლო გულშემატკივრებმა დასწრების უფლება ივლისში მიიღეს. სამწუხაროდ, ახლა კორონავირუსმა ისევ შემოგვიტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×