რეზონანსი
24.09.2020

არიან მაჟორიტარები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ არჩევნების მოგების შანსი, მაგალითად, ნიკა მელიას და გრიგოლ ვაშაძეს, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, იქნებიან კანდიდატები, ვისაც მისი პარტია მხარს დაუჭერს და ასევე არიან კანდიდატები, ვის მხარდაჭერასაც „ერთიანი საქართველო" არ აპირებს.

„არიან მაჟორიტარები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ არჩევნების მოგების შანსი. მაგალითად, ნიკა მელიას, ნამდვილად აქვს ამის შანსი, ასევე გრიგოლ ვაშაძეს ქუთაისში. მაგრამ მე არ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის" ან რომელიმე პარტიის მაჟორიტარების შეფასებას. შევთანხმდით, რომ თუ იქნებიან კანდიდატები, რომელიც ჩვენთვის იქნება მისაღები, მათ მხარს დავუჭერთ. ასევე იქნებიან კანდიდატები, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერთ. ამაზე ჩემი პოზიცია ცნობილია. ამიტომ ახლა ფოკუსირება გავაკეთოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება ნორმალური იყოს საარჩევნო გარემო. ამაში ჟურნალისტების წვლილი მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბურჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ნათი   (24.09.2020)
ბევრს ოცნებობთ ყველანი..ხალხი გაგცემთ პასუხს,დაელოდეთ

ბათუმელი   (24.09.2020)
ბურჯანაძემ ისე როგორც გუბოზმა მთლად დაკარგა ანალიზის უნარი,ისე გასაკვირია ნუთუ ვერ ხდება უკვე არავის აინტერესებს მისი პოზიცია.

sos!   (24.09.2020)
ნაც.პარტია ვერ გაიმარჯვებს, ადრე თუ დააქციეს ქვეყანა ეხლა რისი გამკეთებლები არიან? არაფრის... ამიტომ უარი მათ მოსახლეობიდან.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×