რეზონანსი
24.09.2020

სიცხის გაზომვის გარეშე სკოლაში ვერც ერთი პირი ვერ შევა, მათ შორის მოსწავლე. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სიცხე აღმოაჩნდება, ის გადადის სხვა სივრცეში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ხდება სიცხის შემოწმებად და თუ ისევ დაფიქსირება ტემპერატურა, მოსწავლე გადადის საიზოლაციო სივრცეში და სკოლამ ჯანდაცვის შესაბამის სამსახურს ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, გრიპის პერიოდი არ მოდის, რაც შფოთვის საფუძველია.

„იმის გამო, რომ ყველა წესი დაცული იყოს, განათლების სისტემა განსხვავებულ მოდელებს იმიტომ სთავაზობს სკოლას, მოსწავლეებს და მასწავლებლებს, რომ განათლებას ხელმისწავდომობა კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი",- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×