რეზონანსი
24.09.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმის კიდევ ერთი მოწმე, იაკობ ბრეგვაძე მცხეთის რაიონულ სასამართლოში მხარეებს 3 საათზე მეტხანს უყვებოდა, რა მოხდა 18 ივნისის ღამეს.

ფოტოგრაფმა დეტალურად გაიხსენა აგარაკის, ავტომაგისტრალისა და პოლიციის თანხლებით თბილისში ჩასვლის ეპიზოდები. მან გამოძიებას უამბო, რა დაინახა მას შემდეგ, რაც მერსედესი გაჩერდა და ავტომობილიდან ახალგაზრდები გადმოვიდნენ.

ბრეგვაძემ განმარტა, რომ მერსედესის მგზავრებმა და ექვსეულის შორიახლოს მომავალმა პირებმა გიორგი ქათამაძე ალყაში მოაქციეს. ასევე, გაიხსენა, რომ ერთ-ერთმა პირმა მიწის საფარიდან ქვა აიღო.

ვინ არის პირი რომელმაც მიწიდან ქვა მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ აიღო და რა მოტივი ჰქონდა არასრულწლოვანს - დახურული პროცესიდან გამოსულები სხვადასხვა ვერსიებს განიხილავდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×