რეზონანსი
24.09.2020

პოლიტიკაში ჩართულმა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, წინასაარჩევნო ტელედებატებზე უარი განაცხადა. როგორც ნანუკამ თქვა, ის ენერგიებს ხალხთან საუბრის მიზნით დაზოგავს და 25 დღის განმავლობაში ბევრ სოფელს მოინახულებს.

მისივე თქმით, პოლიტიკურ დეპატებში, იმ შემთხვევაში ჩაერთვება თუ არჩევნებში გაიმარჯვებს.

„ჩემზე ოპოზიციამ, რაც უნდა თქვას, გავატარებ. 25 დღე მაქვს, რომ ვნახო ამდენი სოფელი. ასაკში ვარ უკვე, ახალგაზრდობაში რომ მქონდა, არც მაგდენი ენერგია არ მაქვს. ახლა ამათთან თუ ეს ენერგია დავხარჯე ლანძღვა-გინებაში, ხალხს რაზე ველაპარაკო?! მთელი ჩემი ენერგია ხალხთან იქნება, რაიონში წავალ და ვიცხოვრებ. თუ პოლიტიკოსი იქნება, სტუმრადაც არ მოვალ. პოლიტიკოსი თუ სტუდიაში იჯდება, იქაც არ მივალ. თუ ამომრჩეველმა ამირჩია, დებატებში მონაწილეობას მერე მივიღებ, ამის პირობას გაძლევთ. ახლა ამის დრო არ მაქვს", - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბოში „ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გიგი.   (25.09.2020)
ნანუკა მიპასუხე. ვინ დაარქვა შვილს ედუარდი?(შევარდნაძის საპატივსაცემოდ)


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×