რეზონანსი
25.09.2020

ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ლარი, უკვე გადასცდა იმ კრიტიკულ ნიშნულს, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება.

"მე ვთქვი ათი დღის წინაც, რომ 3.10 ნიშნულს თუ კი მიაღწევდა, პროდუქციის გაძვირება იქნებოდა გარდაუვალი და არა მოსალოდნელი. ეს იყო მაქსიმალური კურსი, რისი აღებაც შეეძლოთ ბიზნეს ოპერატორებს. დღევანდელი კურსიდან გამომდინარე შესაბამისად გაძვირებასაც უნდა ველოდოთ ოქტომბრის დასაწყისიდან და მეორე ნახევარში განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება. მით უფრო, იმ ფონზე, როცა სხვა პერსპექტივაც კი არ ჩანს, რომ ლარი გამყარდება. ერთ და ორ დღეში გაუფასურება რომ პროდუქციის ფასზე არ აისახა, ეს არ ნიშნავს, რომ ასე იქნება გრძელვადიან პერსპექტივაშიც", - განაცხადა ივა ჭყონიამ "ბიზნესპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×