რეზონანსი
25.09.2020

"მალე მეც ვიქნები ბრალდებული და მეც დამიჭერენ!" - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, ისიც დააკავონ.

"მალე მეც ვიქნები ბრალდებული და მეც დამიჭერენ. განცხადება გავაკეთე, რომ ეს არის პირდაპირი მიმართულება, რომ დამნაშავეს აფარებენ ხელს, არ უნდათ ეს კაცი ამერიკაში წავიდეს და ჩამოიტანოს დამატებით ექსპერტების დასკვნები და სურათები.

როგორ შეიძლება წყარო დააკავო?! რა შუაშია წყარო? მე გავასაჯაროვე, მე მივიტანე ინფორმაცია გამოძიებასთან, მაგრამ ეს პირდაპირ არის ნიშანი იმის, რომ სადაც წყარო, იქ მეც დამაკავონ, ეს არის თავი და თავი", - განაცხადა რამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან".

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დღეს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×