რეზონანსი
25.09.2020

2019 წელს საქართველოში 15-39 წლის მოქალაქეების გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სატრანსპორტო უბედური შემთხვევებია. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატის ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასულ წელს საქართველოში 46 659 კაცი გარდაიცვალა, მათ შორის 24 019 მამაკაცი და 22 640 ქალი ასევე, ასაკობრივი ჯგუფების დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ 2019 წელს 15 წლამდე ასაკის 541 ბავშვი გარდაიცვალა.

გარდაცვალების ძირითად მიზეზებს შორის დომინირებს პერინატალური პერიოდისათვის დამახასიათებელი რესპირაციული და გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები (31.1 %), სისხლის მიმოქცევის სისტემის თანდაყოლილი ანომალიები (9.2 %) და პერინატალური პერიოდისათვის დამახასიათებელი ინფექციები (8.3 %). 15 წლამდე ასაკის გარდაცვალებაში გრიპით და პნევმონიით გარდაცვალებამ 3.5 % შეადგინა. 40-59 წლის ასაკისათვის, გარდაცვალების მიზეზებში დომინირებს გულის იშემიური ავადმყოფობა (12.0 %), ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკისთვის - ცერებროვასკულური ავადმყოფობები (თავის ტვინის სისხლძარღვებისა და მისი მფარავი გარსების დაავადება.) (21.5 %).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×