რეზონანსი
25.09.2020

აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და როგორც თავად აცხადებს, ბინაზე მკურნალობს.

როგორც მან განაცხადა, ვირუსი ახლობლისგან გადაედო.

„დღეს მერვე დღეა, 3 დღეში ისევ ჩამიტარდება ტესტირება. წყაროს რაც შეეხება, ოჯახში მსტუმრობდა ახლობელი, რომელსაც მეორე დღეს გამოუვლინდა სიმპტომები. ამის შემდეგ, გადავემოწმე და მეც, ისევე, როგორც მას, ვირუსი დამიდგინდა. ცხადია, არავისთან მქონია შეხება. ჩემი ოჯახის წევრებიც არ არიან ინფიცირებულნი" - განაცხადა სოლომონ ფუტკარაძემ "იმედთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×