რეზონანსი
25.09.2020

იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ორი კვირა იქნება გარდატეხის პერიოდი და შემდეგ ბათუმში შემთხვევების რიცხვის შემცირებაზე ვისაუბრებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„სექტემბერი იყო დატვირთული ეპიდემიოლოგიური კუთხით, რადგან ჩვენ გვქონდა შემთხვევების მატება ბათუმის ხარჯზე. დღესაც ყველაზე დიდი წილი ბათუმზე მოდის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდემიას აქვს ლოკალიზებული ხასიათი. იმედისმომცემი პროგნოზის გაკეთების საფუძველს ჩვენ გვაძლევს სწორედ ის, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი ბათუმში ფიქსირდება და არ არის გაფანტული ქვეყანაში. ეპიდემიის ლოკალური ხასიათიდან გამომდინარე მისი სტაბილიზაცია სრულიად შესაძლებელია. ამას ემსახურება ის დამატებითი შეზღუდვები, რომელიც გუშინ გამოცხადდა და დღეს ამოქმედდა.

იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ორი კვირა იქნება გარდატეხის პერიოდი და შემდეგ შემთხვევების რიცხვის შემცირება დაიწყება. როგორც წესი, ეპიდემიის მიმდინარეობას ორკვირიანი ციკლებით ვაფასებთ. კარგია ისიც, რომ ეპიდემიის გეომეტრიული პროგრესიით ზრდა არ გვქონია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ უკონტროლო გავრცელებას ადგილი არ აქვს", - განაცხადა გაბუნიამ „დღის ქრონიკა"-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ანი   (25.09.2020)
თუ გჯერა რასაც ამბობ?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×