რეზონანსი
25.09.2020

ღარიბები პირველები უნდა იყვნენ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებენ, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

ვატიკანიდან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ვიდეომიმართვაში სიტყვით გამოცვლისას პაპმა აღნიშნა, რომ გლობალურმა პანდემიამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება, საზოგადოების ყველაზე ღარიბმა და სუსტმა წევრებმა პრივილეგირებული მკურნალობა უნდა მიიღონ. თუ ვინმე უპირატეს მდგომარეობაში უნდა იყოს ჩაყენებული, დაე, ეს ყველაზე ღარიბები, ყველაზე დაუცველები იყვნენ, ისინი, რომლებიც ხშირად დისკრიმინაციას განიცდიან, რადგან მათ არც ძალაუფლება და არც ეკონომიკური რესურსები არ გააჩნიათ", - აღნიშნა პაპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×