რეზონანსი
26.09.2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ზუსტი გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა შემცირდეს კორონავირუსის გავრცელება ისე, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს. ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელსაც „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

ის საზოგადოებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყანაში ისევ სწრაფი წინსვლა დაიწყება. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხე არა სააკაშვილი, არამედ, საქართველოს სწრაფი განვითარებაა.

"საჯარო მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავრობა მაინც იცვლება და მათი არჩევანის თავისუფლება არის დაცული, ისინი არიან პიროვნებები და უნდა ამოვიდნენ არა იქიდან, უფროსი რას ეტყვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. ჩვენ ახლა აღარ გვაქვს დასაკარგი დრო, საქართველოს აქვს წარმოდგენლად მაგარი პერსპექტივები. ჩვენთვის ეს არის ან გამარჯვება, ან საქართველოს პერსპექტივის სიკვდილი, ან გამარჯვება, ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი, ან გამარჯვება, ან ქართული სახელმწიფოებრივი იდეის სიკვდილი. ასე, რომ სიკვდილს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ეს უნდა იყოს გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება და ასეც იქნება!" - აცხადებს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (26.09.2020)
აუ,ამ დებილმა ხომ გვიხმარა.როდის დადგება 1 ნოემბერი.

ილია   (26.09.2020)
ექიმიც ყოფილა ეს თაღლითი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×