რეზონანსი
26.09.2020

კორონავირუსის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში, 16 ოქტომბრამდე კარანტინი გამოცხადდა.

„მკვეთრად გაიზარდა COVID-19- ის შემთხვევები, რაც გამოწვეულია ბავშვთა მობილობით, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო. პედაგოგიური გუნდი მზად არ იყო და უგულებელყოფდა იმ მოთხოვნებს, რაც მათ სახელმწიფო სანიტარიულმა სამსახურმა დააკისრა. მასწავლებლები პირველები დაავადდნენ. ამიტომ, აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტროსა და სანიტარული სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე, გადაწყვიტა, აფხაზეთის ყველა სკოლაში კარანტინი გამოაცხადოს", - აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტრი, ლუდმილა სკორიკი.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 1 245 შემთხვევაა დადასტურებული, 6 პაციენტი ვირუსს ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×