რეზონანსი
26.09.2020

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გუშინ, 25 სექტემბერს გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მღებრიშვილი პატიმრობაში ყოფნის დეტალებხ იხსენებს და ამბობს, რომ დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

გარდა ამისა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ინტერესდებოდნენ, იცნობდა თუ არა ის არჩილ ტატუნაშვილს.

"ცემა-ტყეპა იყო. ტატუნაშვილიც კი მიხსენეს. მკითხეს, ვიცნობდი თუ არა ტატუნაშვილს. ვუთხარი, რომ გამიგია, მაგრამ არ ვიცნობდი. ალბათ ჩამიწვეთეს, შეშინება უნდოდათ.

თავი ახლაც გაბრუებული მაქვს. თან პირბადე მეკეთა. რაღაც სქელი პირბადეები აქვთ იქ, რაღაცნაირი. ვუთხარი, რომ ჰაერი არ მაქვს და წყალი მომაწოდეთ. მითხრეს, მერე დაგალევინებთო. 4-5 კაცი მცემდა. თან ან ყოფილი სპორტსმენები იყვნენ ან არ ვიცი, ისეთი კისრები ჰქონდათ", - იხსენებს მღებრიშვილი "ფორმულასთან".

მღებრიშვილი ცხინვალის იზოლატორში არსებულ სიტუაციაზეც ჰყვება და ამბობს, რომ პატიმრებს რთულ პირობებში უწევთ ყოფნა.

"დაახლოებით 5 თვის წინ, მანდ რეპრესიები მიდიოდა. შემოდიოდაო სპეცრაზმი, ნიღბიანები, ყველას გამოიყვანდნენ და დუბინკებით სცემდნენო. ბიჭებმაც გააპროტესტეს, რატომ უნდა შემოდიოდნენ და გვცემდნენო და გადაიჭრეს ვენები. სისხლის გუბეები იყო ციხეში. მერე შეიცვალა ციხის უფროსი", - განაცხადა მღებრიშვილმა ტელევიზიასთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×